ქართული მედია ჯგუფი / Georgian Media Group

Home » Uncategorized » იოსებ მაკრახიძე: ,,ქართულმა ოცნებამ”გორში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა

იოსებ მაკრახიძე: ,,ქართულმა ოცნებამ”გორში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა

dsc00908საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე კონკურენტის გარეშე დარჩენილი იოსებ მაკრახიძე ,,ქართული მედია ჯგუფის” შეკითხვებს პასუხობს. ის ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს აფასებს და ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების, ადგილბრივი მუნიციპალიტეტისა და დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამდე და შემდეგაც ქალაქ გორში არაერთი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებულ აქცენტს კი მაკრახიძე ინფრასტრუქტურული პოლიტიკის შედეგებზე აკეთებს.

,, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ქ.გორში სადგურის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა,დასახლებას არასოდეს ჰქონია საკანალიზაციო სისტემა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აღნიშნულ დასახლებაში განხორციელდა ერთერთი ყველაზე მსხვილ ბიუჯეტიანი პროექტი, მოეწყო ცენტრალური კანალიზაციის მიწისწვეშა ქსელი, აშენდა გამწმენდი ნაგებობა, პროექტის საერთო ღირებულებამ 3 264 000 ლარი შეადგინა.საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების ფარგლებში  3 126 696 ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდგომ მხოლოდ ჩვენს ქალაქში 4 244 946 ლარის ღირებულის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. საქართველოს მუნიციპალური ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასების ფარგლებში ქ.გორში ათი ერთეული მინი სტადიონის მოწყობა რეაბილიტაცია მოხდა.”-აცხადებს ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ქალაქ გორში იოსებ მაკრახიძე.makraxize

გორის №41-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გაიმარჯვებს.

ასეთი რეალობა მას შემდეგ დადგა, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და გორის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარი თქვა.

როდესაც მეორე ტურში გასული კანდიდატი თავის კანდიდატურას ხსნის, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებს. საკმარისია მხოლოდ ერთმა ამომრჩეველმა დაუჭიროს მხარი, რომ ის გამარჯვებულად ჩაითვალოს. ერთადერთი მაშინ არ ჩაითვლება არჩევნები ჩატარებულად, თუ მას მხარი არც ერთმა ამომრჩეველმა არ დაუჭირა – ანუ ან არავინ მივიდა არჩევნებზე, ან ვინც მივიდა ყველამ გადახაზა.

თუ მეორე კანდიდატმაც უარი თქვა არჩევნებზე მონაწილეობაზე, მაშინ 2 თვის განმავლობაში პროცედურები ახლიდან იწყება და ახლიდან ხდება კანდიდატურის დაყენება.

პირველ ტურში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთა ხმების 33,69% მიიღო (8268 ხმა). მეორე ტურის შედეგები კი 30 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი.


Leave a comment